---
title: "მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/4"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/4

1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შემუშავებული დასკვნის საფუძველზე.

2. ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთს ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელზედაც გაშენებულია ან უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი.

3. ქარსაფარი ზოლის საზღვრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად მიიჩნევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/5.md
