---
title: "მუხლი 7. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა და ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაცია — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/7"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა და ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაცია — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/7

1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა, რომელსაც მართავს სააგენტო.

2. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა საჯაროა. აღნიშნული სისტემა მოიცავს ინფორმაციას:
ა)  ქარსაფარი ზოლის საზღვრების შესახებ და შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე;
ბ) გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის კატეგორიის შესახებ;
გ) ქარსაფარ ზოლზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.

3. ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა.

4. ქარსაფარი ზოლის საზღვრები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/8.md
