---
title: "მუხლი 8. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/8"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/8

1. ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

2. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას.

3. ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესი;
ბ) ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, თუ შესაბამისი პროექტის/სამუშაოს განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) განხორციელებული ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგადაც შეუძლებელია ქარსაფარი ზოლის ან მისი ნაწილის დანიშნულებისამებრ გამოყენება მიმდებარე მიწის ნაკვეთისთვის (ნაკვეთებისთვის) და არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის, სტრატეგიული ინტერესი, რომლის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია.

4. თუ ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი აღარ არსებობს, სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამის მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს შეიძლება აღუდგეს ქარსაფარი ზოლის სტატუსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/9.md
