---
title: "მუხლი 9. ქარსაფარი ზოლის საკუთრება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/9"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ქარსაფარი ზოლის საკუთრება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/9

1. ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ეს უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი მისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაციისა და ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტს.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლი მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III. ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება და მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/10.md
