---
title: "მუხლი 4. გამოქვეყნების საფასური — „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/4"
law: "„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "802"
adopted: "2022-01-06"
consolidated_as_of: "2022-01-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. გამოქვეყნების საფასური — „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2022-01-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2022-01-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/4

1. მაცნეში ნორმატიული აქტები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები ქვეყნდება მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნების საფასური განისაზღვრება დანართი №1-ის 1.1 ცხრილით.

3. მაცნე უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ საფასურის გადახდის გარეშე ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ისეთი დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნება არ არის სავალდებულო კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/5.md
