---
title: "მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი და პირობები — „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/6"
law: "„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "6"
identifier: "802"
adopted: "2022-01-06"
consolidated_as_of: "2022-01-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი და პირობები — „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2022-01-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2022-01-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/6

1. ამ წესის მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდა ხორციელდება ამავე დანართით დადგენილი პირობების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი მომსახურების განხორციელებამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს მომსახურების გაწევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ წესის №1 დანართის 1.3−1.6 ცხრილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5348824-sakartvelos-sakanonmdeblo-matsneshi-normatiuli-aktebis-gamokveqnebisa-/7.md
