---
title: "მუხლი 11. მოთხოვნები სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებისადმი — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/11"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "11"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მოთხოვნები სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებისადმი — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/11

1. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრემ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, წერილობით, მკაფიოდ და გასაგებად, ქაღალდზე, ხოლო მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში − სხვა ხანგამძლე მატარებელზე.

2. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ხელმოწერილი ასლი ან ამ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი ქაღალდზე, ხოლო მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში − სხვა ხანგამძლე მატარებელზე.

3. თუ მომხმარებელი ითხოვს მომსახურების გაწევას ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელების ვადის გასვლამდე, მან ეს მოთხოვნა მოვაჭრეს ხანგამძლე მატარებელზე უნდა მიაწოდოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/12.md
