---
title: "მუხლი 19. კომერციული გარანტია — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/19"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "19"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. კომერციული გარანტია — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/19

1. მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული კომერციული გარანტია, მათ შორის, შესაბამისი საქონლის ან მომსახურების რეკლამაში მოცემული პირობები.

2. კომერციული გარანტია უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომერციული გარანტია არ ზღუდავს მომხმარებლის ამ კანონით დადგენილ უფლებებს;
ბ) მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საგარანტიო პირობებს, მათ შორის, კომერციული გარანტიის ხანგრძლივობასა და მოქმედების ტერიტორიას და მისი გასაჩივრებისთვის საჭირო ინფორმაციას, კერძოდ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, მოვაჭრის სახელსა და მისამართს.

3. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციული გარანტია მას წერილობით ან მისთვის მისაღები სხვა ფორმით უნდა მიეწოდოს.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ვერ მოახდენს გავლენას კომერციული გარანტიის ნამდვილობაზე.

5. კომერციული გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს, ბათილია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/20.md
