---
title: "მუხლი 23. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებული გამონაკლისები — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/23"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "23"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებული გამონაკლისები — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/23

1. განუსაზღვრელი ვადით დადებული ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დებულება ბათილად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს და მოვაჭრე მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ.

2. ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ბათილად არ მიიჩნევა ისეთი სტანდარტული პირობა, რომლის მიხედვით, საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მოვაჭრე ინარჩუნებს უფლებას, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე შეცვალოს ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთი ან საკომისიოს ოდენობა, თუ იგი მომხმარებელს პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობებს ამის შესახებ, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება, დაუყოვნებლივ თქვას უარი ხელშეკრულებაზე.

3. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“, „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებები ბათილად არ მიიჩნევა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და საქონლის ან მომსახურების შესახებ დადებულ სხვა ისეთ გარიგებაში, რომელშიც ფასი დაკავშირებულია საფონდო ბირჟაზე დადგენილი კოტირების ან ინდექსების ცვალებადობასთან ან ფინანსური ბაზრის განაკვეთთან, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს, აგრეთვე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასთან, სამგზავრო ჩეკთან ან უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ საერთაშორისო ფულად გზავნილთან.
თავი VI
უსამართლო კომერციული საქმიანობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/24.md
