---
title: "მუხლი 28. მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/28"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "28"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/28

1. მომხმარებელს უფლება აქვს, ამ კანონის დარღვევის შესახებ მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს. ამ კანონის 29-ე−36-ე მუხლები არ ვრცელდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოზე. შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს თავის მიერ დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსებობა მომხმარებელს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტის უფლებას.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3761 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/29.md
