---
title: "მუხლი 30. სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის საფუძველი — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/30"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "30"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის საფუძველი — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/30

1. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.

2. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირების ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.

3. სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველია გონივრული ვარაუდი, რომ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/31.md
