---
title: "მუხლი 37. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მონაწილეობა მომხმარებლის უფლებების დაცვაში — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/37"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "37"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მონაწილეობა მომხმარებლის უფლებების დაცვაში — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/37

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ მომხმარებლის უფლებების დაცვაში, კერძოდ, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში, მათ შორის:
ა) ამ კანონით დადგენილი მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი განცხადების მომზადებაში;
ბ) ითანამშრომლონ მეწარმეთა გაერთიანებებსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მომხმარებელთა ჯგუფების უფლებების დასაცავად;
გ) ხელი შეუწყონ დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტას;
დ) მონაწილეობა მიიღონ მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.
თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/38.md
