---
title: "მუხლი 12 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/12"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5432828"
adopted: "2022-04-12"
consolidated_as_of: "2022-04-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2022-04-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/12

1. ამ კანონით (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური აღასრულებს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

3. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასულია ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემცირებული ვადა, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

4. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ იმავე მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდისთანავე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/13.md
