---
title: "მუხლი 13 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/13"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5432828"
adopted: "2022-04-12"
consolidated_as_of: "2022-04-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2022-04-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/13

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირის მიმართ, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის სრულად მოხდის გამო გათავისუფლდა, თუმცა 2021 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებამდე კვლავ შეეფარდა ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/14.md
