---
title: "მუხლი 4 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/4"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5432828"
adopted: "2022-04-12"
consolidated_as_of: "2022-04-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2022-04-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/4

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/5.md
