---
title: "მუხლი 6 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/6"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5432828"
adopted: "2022-04-12"
consolidated_as_of: "2022-04-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2022-04-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/6

1. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელსაც ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდის შემდეგ (თუ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72
1
მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდამდე 1 წელზე მეტი აქვს დარჩენილი) დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72
1
მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლისთანავე შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილონ მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან მისთვის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/7.md
