---
title: "მუხლი 7 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/7"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5432828"
adopted: "2022-04-12"
consolidated_as_of: "2022-04-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2022-04-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/7

1. ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ვადის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

2. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ძირითად სასჯელზე, დამატებით სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.

3. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ, რომელსაც საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად შეუმცირდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოითვალოს შემცირებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5432828-amnistiis-shesakheb/8.md
