---
title: "მუხლი 13. ტერმინთა განმარტება — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/13"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "13"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. ტერმინთა განმარტება — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/13

ამ თავში გამოყენებულ ტერმინები ამ თავის მიზნებისათვის განიმარტება შემდეგნაირად:
ა) იპოთეკარი - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ შესაბამისად განსაზღვრული კომერციული ბანკი;
ბ) პროექტში იპოთეკის საგანი - ის ბინ(ებ)ი/ერთეული მრავალბინიან სახლში/კორპუსში, რომელიც დატვირთულია იპოთეკის უფლებით იპოთეკარის სასარგებლოდ და რომელიც პროექტის ფარგლებში ექვემდებარება დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი ფართის აშენება/გადაცემას მრავალბინიან სახლში;
გ) პროექტი - ამ წესის შესაბამისად, ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესი;
დ) ლიმიტი - იპოთეკარსა და პროექტის განმახორციელებელს შორის ავარიულ სახლში მდებარე პროექტში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი საკრედიტო დავალიანებების მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დაანგარიშდება თითოეული ავარიული სახლის დემონტაჟისთვის ინდივიდუალური თანხმობის (წერილის) გაცემის მომენტისათვის ჯამურად. ამასთან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხისათვის ლიმიტი დაიანგარიშება თანხმობის გაცემის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარში;
ე) აქტიური თანხმობა - ინდივიდუალური თანხმობები ერთობლივად, რომელიც დროის კონკრეტულ მომენტში იპოთეკარის მიერ გაცემულია ავარიული სახლების დემონტაჟზე;
ვ) არსებული საკრედიტო დავალიანება/ათვისებული ლიმიტი - იპოთეკარის მიმართ არსებული ვადამოსული და ვადამოუსვლელი დავალიანება (რომელშიც შედის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ისა) ან/და სხვა გადასახდელები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომელიც უზრუნველყოფილია რომელიმე იმ ავარიულ სახლში მდებარე პროექტში იპოთეკის საგნით რომელზეც იპოთეკარის მიერ გაცემულია თანხმობა დემონტაჟზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალიანება ასევე უზრუნველყოფილია სხვა უძრავი ნივთით, რომელიც არ არის პროექტში იპოთეკის საგანი, არსებულ საკრედიტო დავალიანებაში ჩაითვლება ასეთი დავალიანების მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ოდენობაც უდრის იპოთეკარის მიერ შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის გაცემის მომენტში შეფასებული პროექტში იპოთეკის საგნის/საგნების საბაზრო ღირებულებას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/14.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
