---
title: "მუხლი 14. არსებული საკრედიტო დავალიანების განსაზღვრის ზოგიერთი თავისებურება — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/14"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "14"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. არსებული საკრედიტო დავალიანების განსაზღვრის ზოგიერთი თავისებურება — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/14

1. პროექტის ფარგლებში ყოველი მომდევნო ავარიული სახლის ჭრილში არსებული საკრედიტო დავალიანების განსაზღვრისას, წინა ავარიულ სახლთან დაკავშირებით მოქმედი არსებული საკრედიტო დავალიანებისთვის (შემდგომში - წარსული საკრედიტო დავალიანება) ახალი/მომდევნო ავარიული სახლთან მიმართებით არსებული საკრედიტო დავალიანების დამატება მოხდება შემდეგ წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა წარსული საკრედიტო დავალიანების ზრდა, ის უცვლელად (წინა თანხმობის გაცემისას არსებული ოდენობით), ზრდის გარეშე დაემატება ყოველი მოდევნო ავარიული სახლის ჭრილში დაანგარიშებულ არსებულ საკრედიტო დავალიანებას;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა წარსული საკრედიტო დავალიანების შემცირება, არსებულ საკრედიტო დავალიანების დაანგარიშების მიზნებისთვის გამოყენებული იქნება შემცირებული არსებული საკრედიტო დავალიანება.

2. არსებულ საკრედიტო დავალიანებაში გაითვალისწინება იპოთეკარის მიმართ არსებული ყველა იმ საკრედიტო დავალიანების მოცულობა (ვადამოსული და ვადამოუსვლელი დავალიანება (რომელშიც შედის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ისა)), რომელთა დაკავშირებითაც გაცემულია აქტიური თანხმობა, განურჩევლად იმისა დაწყებულია თუ არა აქტიური თანხმობით მოცული ავარიული სახლების დემონტაჟი. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხისათვის არსებული საკრედიტო დავალიანება დაიანგარიშება თანხმობის გაცემის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარში. ამასთან, ათვისებული ლიმიტის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ათვისებული ლიმიტის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ისეთი ავარიული სახლის ნაწილში იყო ათვისებული, რომელიც დაექვემდებარა დემონტაჟს და მის ნაცვლად დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დასრულებული და აშენებული ახალი შენობა-ნაგებობა და აღნიშნულის შენობა-ნაგებობა იქნება ექსპლუატაციაში მიღებული.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/15.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
