---
title: "მუხლი 15. იპოთეკარის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/15"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "15"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. იპოთეკარის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/15

1. ავარიულ სახლში იპოთეკის საგნის არსებობისას, ავარიული სახლის ჩანაცვლებისათვის, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას იპოთეკარის წერილობითი თანხმობა პროექტის ფარგლებში იპოთეკის საგანის დემონტაჟსა და მის ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლის აშენებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკარის თანხმობის საჭიროების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი უზრუნველყოფს, რომ:
ა) თანხმობის მოთხოვნის მომენტისთვის არსებული საკრედიტო დავალიანება არ აღემატებოდეს ლიმიტს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) იპოთეკარის იპოთეკის უფლება გავრცელდება და მოიცავს დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებულ უძრავ ნივთს.

3. იმ შემთხვევაში თუ დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისაგან განხვავებული პირობა და თუ არსებული საკრედიტო დავალიანების ჯამური ოდენობა აღემატება ლიმიტის ოდენობას, პროექტის განმახორციელებელი წარუდგენს იპოთეკარს, მყარ ფინანსურ გარანტიას, იპოთეკარის ბლოკირებულ ანგარიშზე თანხის განთავსებით და დაგირავებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება იმ ვადაგადაცილებულ საკრედიტო მოთხოვნათა გამოსყიდვა მერიის მიერ, რომლის ვადაგადაცილების ფაქტიც დადგება როგორც მშენებლობის ვადის განმავლობაში, ასევე საცხოვრებელი ბინის მშენებლობის ვადის დარღვევის პირობებში და სადაც იპოთეკარის მოთხოვნა დადასტურებული იქნება შესაბამისი აღსრულებას ქვემდებარე აქტით. ზემოხსენებული დასაგირავებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: არსებულ საკრედიტო დავალიანებას გამოკლებული ლიმიტის ოდენობა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/16.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
