---
title: "მუხლი 16. იპოთეკის საგნის გამოსყიდვა, როცა ათვისებული ლიმიტი არ აჭარბებს ლიმიტს — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/16"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "16"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. იპოთეკის საგნის გამოსყიდვა, როცა ათვისებული ლიმიტი არ აჭარბებს ლიმიტს — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/16

1. ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებიდან 6 თვეში ახალი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიუღებლობის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული პირისათვის ახალი ფართის გადაცემის ვადის ან პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი ვალდებული იქნება არაუგვიანეს იპოთეკარის მიმართვიდან 90 კალენდარული დღის ვადაში გამოისყიდოს კლიენტების მიმართ აღსრულების ქვემდებარე აქტით დადასტურებული იპოთეკარის მოთხოვნა, თუ იპოთეკარი მიიღებს ან/და ზემოაღნიშნული წინაპირობების დადგომადე უკვე მიღებული აქვს არსებული საკრედიტო დავალიანების გამოთხოვის გადაწყვეტილება და ამ მიზნით აიღებს/მოიპოვებს ან/და აღებული/მოპოვებული აქვს აღსრულების ქვემდებარე აქტი (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი).

2. იპოთეკარის მოთხოვნის გამოსყიდვის ფასი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით/ღირებულებით:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლით დადასტურებული მოთხოვნისა (ძირი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო) და ხარჯების ჯამური ოდენობით ლარში, თუ არსებული საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით არ არის დატვირთული სხვა უძრავი ნივთი გარდა პროექტში იპოთეკის საგნისა;
ბ) ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლით დადასტურებული მოთხოვნისა (ძირი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირი თანხის არაუმეტეს 10%-ისა)) და ხარჯების ჯამური ოდენობით ლარში, თუ არსებული საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით არ არის დატვირთული სხვა უძრავი ნივთი გარდა პროექტში იპოთეკის საგნისა;

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსყიდვის შემთხვევაში პროექტის განმახორციელებელი შეიძენს პროექტში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილ პროპორციულ მოთხოვნას. დარჩენილ სხვა ვალდებულებებზე იპოთეკარი დარჩება უზრუნველყოფილი კრედიტორი პროექტში იპოთეკის საგნის გამოკლებით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი იქნება უზრუნველყოფილი კრედიტორი მხოლოდ პროექტში იპოთეკის საგანზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ არსებული საკრედიტო დავალიანება პროექტში იპოთეკის საგანთან ერთად უზრუნველყოფილია სხვა უძრავი ნივთის იპოთეკით, მაშინ მერიის მიერ კლიენტის მიმართ მოთხოვნის გამოსყიდვა ხდება არსებული საკრედიტო დავალიანების შემდეგი პროპორციით: პროექტში იპოთეკის საგნის იპოთეკარის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულების დავალიანების უზრუნველსაყოფად არსებული სხვა იპოთეკების საგნების იპოთეკარის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულებასთან პროპორციის შესაბამისად, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არანაკლებ იპოთეკარის მიერ განსაზღვრული პროექტში იპოთეკის საგნის საბაზრო ღირებულებისა, რომელიც განისაზღვრება იპოთეკარის შეფასების საფუძველზე, რომელიც შედგენილი იყო პროექტში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაცემისას/წარმოშობისას.

5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარის მიერ დასაკუთრებულ იქნა პროექტში იპოთეკის საგანი (მათ შორის შეუზღუდავად კერძო აუქციონით ან დასაკუთრებით), პროექტის განმახორციელებელი ვალდებული იქნება იპოთეკარისაგან დასაკუთრების ღირებულებას დამატებული დღგ მოცულობით გამოისყიდოს პროექტში იპოთეკის საგანი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არაუმეტეს პროექტში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი არსებული საკრედიტო დავალიანების (რომელშიც შედის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ისა) ოდენობისა, იპოთეკარის მიმართვიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის დადგენილება №42-57 - ვებგვერდი, 15.07.2024წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/17.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
