---
title: "მუხლი 4¹. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ჩამოწერა — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/4-1"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "4^1"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4¹. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ჩამოწერა — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4¹ (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/4-1

1. პროექტის განმახორციელებელი, ჩანაცვლების ფარგლებში ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ფულადი სახით ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებებით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ჩამოწერას განახორციელებს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი მოძრავი ქონება, რომელიც მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებით, ფინანსურ დოკუმენტაციაში აღრიცხვას ექვემდებარება პროექტის განმახორციელებლის მიერ.

3. ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი, საერთო სარგებლობის მოძრავი ქონების შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის გადაცემა/განკარგვა ხორციელდება პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 ივნისის დადგენილება №57-51 - ვებგვერდი, 20.06.2025 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/5.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
