---
title: "მუხლი 5. ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობები — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/5"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "5"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობები — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/5

1. ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვება თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) შენობა-ნაგებობა არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას;
ბ) შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა და წარმოდგენილია განცხადება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოშობილი ფართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამავე მშენებლობის განხორციელების და ავარიული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა დაკმაყოფილების მიზნით.

4. დაინტერესებული პირების თანხმობა არ იქნება მიჩნეული არასრულად, თუ მას არ ახლავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული იმ პირის წერილობითი ნება, რომელიც არაიდენტიფიცირებადი სუბიექტია.

5. ავარიულ სახლში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული პირის გარდაცვალებისას, კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, დასაშვებია სამკვიდროს მმართველმა გამოხატოს ნება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-79 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/4-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/6.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
