---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი"
url: "https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/2"
law: "მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი"
article: "2"
identifier: "22"
adopted: "2022-05-13"
consolidated_as_of: "2023-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

> Text consolidated as of 2023-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი, მუხლი 2 (consolidated as of 2023-11-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/2

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქსელის მფლობელი – ქსელის მფლობელი მესამე პირი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი), რომელიც არ არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი და რომელიც ფლობს ერთი ან ერთზე მეტი უძრავი ქონებისგან შემდგარ ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს, ქვესადგურს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და  საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს ან/და ბუნებრივი გაზის მარეგულირებელ პუნქტს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და ამ ქსელის მეშვეობით ეწევა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარებას;
ბ) გატარება – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, ქსელის მფლობელის მიერ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის წინასწარ განსაზღვრულ წერტილამდე გადატანა;
გ) გატარების საფასური - ამ წესის საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება;
დ) აქტივების ინვენტარიზაციის აქტი - ინვენტარიზაციის ჩატარების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი,  დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, ელექტრული სადენის დიამეტრი, მილის დიამეტრი, წნევა (გაზის ან წყალმომარაგების ტექნიკური საშუალების შემთხვევაში), კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი, სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა);
ე) აქტივის ნარჩენი აღდგენითი ღირებულება – დანახარჯების ჯამური თანხა, რომელიც საჭირო იქნება შესაფასებელი აქტივის ანალოგიური აქტივის შესაქმნელად, შესაბამისი ცვეთის გათვალისწინებით.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში და კომისიის მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
