---
title: "მუხლი 1 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/1"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/1

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 183-ე მუხლის თანახმად ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქია და წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს.
ქ. თბილისის ტერიტორია მოიცავს ქალაქის 10 რაიონს და ერთ დაბას, ესენია:
გლდანის რაიონი;
დიდუბის რაიონი;
ვაკის რაიონი;
ისნის რაიონი;
კრწანისის რაიონი;
მთაწმინდის რაიონი;
საბურთალოს რაიონი;
სამგორის რაიონი;
ღრმაღელეს რაიონი;
ჩუღურეთის რაიონი;
დაბა წყნეთი.
ქ. თბილისის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ქალაქის რაიონების საზღვრებს - თბილისის მერია ქალაქის საკრებულოსთან შეთანხმებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/2.md
