---
title: "მუხლი 10 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/10"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/10

ქალაქის საკრებულო ამტკიცებს ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითად მაჩვენებლებს; ადგენს ადგილობრივ ბიუჯეტს საბიუჯეტო კანონმდებლობის შესაბამისად; ქალაქის თითოეული რაიონისათვის ადგენს ბიუჯეტის მიხედვით საკასო საბრუნავი სახსრების ოდენობას; ამტკიცებს ქალაქის რაიონების ბიუჯეტებში სახელმწიფო გადასახადებისა და შემოსავლის ანარიცხების ოდენობას; აწარმოებს ქალაქის ბიუჯეტის შემოსვლისა და გასავლის გამიჯვნას საქალაქო ბიუჯეტისა და ქალაქის რაიონულ ბიუჯეტებს შორის; წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქის რაიონების მეურნეობის განვითარების ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/11.md
