---
title: "მუხლი 12. ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება: — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/12"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება: — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/12

ა) ქალაქისა და რაიონების საკრებულოების რეგლამენტების დამტკიცება, მათს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რაც ეცნობება ქალაქის მერს;
ბ) ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება;
დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
ე) ქალაქის საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის არჩევა;
ვ) ქალაქის მასშტაბით ბაჟების, ადგილობრივი სესხების, გადასახადებისა და მოსაკრებლების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღება;

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/13.md
