---
title: "მუხლი 13 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/13"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/13

ქალაქის საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, უძღვება საკრებულოს მდივანი, რომელსაც ქალაქის საკრებულოს წევრთაგან ირჩევენ ფარული კენჭისყრით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
საკრებულოს მდივანი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას; ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს.
საკრებულოს მდივნის წარდგინებით საკრებულო ამტკიცებს საკრებულოს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
თუ საკრებულოს მდივნის წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს.
მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასულებს მისი მოადგილე.
თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს მდივანი, საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები), მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/14.md
