---
title: "მუხლი 14. მერია — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/14"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. მერია — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/14

თბილისის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოა მერია, რომელსაც ხელმძღვანელობს მერი.
თბილისის ტერიტორიაზე მერია წარმართავს ადმინისტრაციულ, საფინანსო, სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ საქმიანობას. იგი მასში შემავალი ყველა ფუნქციონალური და სამეურნეო რგოლის ძალისხმევას მიმართავს დედაქალაქის ყოველმხრივი განვითარებისათვის.
მერიის ორგანიზაციულ სტრუქტურას იმუშავებს მერი, უთანხმებს ქალაქის საკრებულოს და რესპუბლიკის მთავრობას. თბილისის მერის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
თბილისის მერია შედგება მერის, მისი პირველი მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორებისაგან, რომელთაც ენიჭებათ მერის მოადგილეების სტატუსი, მერიის კაბინეტის, მერიის საქმეთა მმართველობისა და მერიის სამსახურებისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/15.md
