---
title: "მუხლი 15. თბილისი მერი — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/15"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. თბილისი მერი — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/15

თბილისის მერი ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირია, ხელმძღვანელობს მერიის კაბინეტს და წარმართავს მის მუშაობას; კაბინეტის სხდომაზე განიხილავს ქალაქის საკრებულოს მიერ წარდგენილ წინადადებებს, განხილულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს და მათ შესრულებას ავალებს მერიის სამსახურებს.
თბილისის მერს ნიშნავს და ათავისუფლებს რესპუბლიკის პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით.
მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
მერი ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/16.md
