---
title: "მუხლი 2 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/2"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/2

რესპუბლიკის ხელისუფლება და მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რათა სახელმწიფო ორგანოებმა და ორგანიზაციებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალაქ თბილისის განვითარება-განაშენიანებაში. ისინი, როგორც წესი, საკრებულოსა და მერიასთან ათანხმებენ მათდამი დაქვემდებარებული დარგების განვითარების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც მოიცავენ ქალაქის ინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ შელახულია ქალაქის ინტერესები, საკრებულოსა და მერიას უფლება აქვთ რესპუბლიკის მთავრობის წინაშე დააყენონ სამინისტროს თუ მმართველობის სხვა ორგანოს პროგრამის ხელმეორედ განხილვის საკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/3.md
