---
title: "მუხლი 20. მერის კაბინეტი — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/20"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მერის კაბინეტი — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/20

მერის კაბინეტი არის მუდმივი სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მერისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
მერის კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, კოლეგიალობისა და საჯაროობის პრინციპებით.
დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, თანამდებობისა და სხვა პირების ჩარევა და ზემოქმედება მერის კაბინეტის მუშაობაში.
მერის კაბინეტი ყალიბდება შემდეგი შემადგენლობით:

1) მერი;

2) ქალაქის საკრებულოს მდივანი;

3) მერის პირველი მოადგილე;

4) მერის მოადგილეები;

5) საქმეთა მმართველი;

6) იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი;

7) სხვა სამსახურების ხელმძღვანელები (მერის) წარდგინებით);

8) ქალაქის რაიონის პრეფექტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/21.md
