---
title: "მუხლი 21. თბილისის რაიონის პრეფექტურა — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/21"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. თბილისის რაიონის პრეფექტურა — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/21

ქალაქ თბილისში რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოა რაიონის პრეფექტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეფექტი.
რაიონის პრეფექტს ქალაქის მერის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ქალაქის მერიისა და რაიონის პრეფექტურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საქმიანობის წესსა და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მერიის დებულება, რომელსაც ამუშავებს ქალაქის მერი საკრებულოსთან შეთანხმებით და ამტკიცებს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ქალაქ თბილისის რაიონების პრეფექტურებზე ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონი პრეფექტურის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/22.md
