---
title: "მუხლი 22. ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/22"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/22

ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძველია საკუთრების სხვადასხვა ფორმაზე დამყარებული მეურნეობა, რომელიც ადგილობრივი მმართველობის შემოსავლის წყარო და შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა.
ადგილობრივი საკუთრება შეიძლება იყოს: კომუნალური საბინაო ფონდი და საბინაო-კომუნალური მეურნეობა; კეთილმოწყობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები; ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; სახალხო განათლების, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები; ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.) სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, აგრეთვე ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მმართველობის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად.
ადგილობრივი საკუთრება იქმნება:
ადგილობრივი მმართველობისათვის სახელმწიფო საკუთრების გადაცემით კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;
ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადებული გარიგებებით; საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიერ სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების წარმოშობასთან დაკავშირებულ ხდომილებათა შედეგად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/23.md
