---
title: "მუხლი 23. ადგილობრივი მეურნეობა — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/23"
law: "საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5493340"
adopted: "1991-08-10"
consolidated_as_of: "1991-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ადგილობრივი მეურნეობა — საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 1991-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 1991-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/23

ადგილობრივი მეურნეობას შეადგენს ქვემდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ადგილობრივი საკუთრების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ადგილობრივი მოსახლეობის საწარმოო საჭიროებათა და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
ადგილობრივ მეურნეობაში შეიძლება შევიდეს საბინაო-კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სარემონტო-სამშენებლო, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, განათლების, კულტურის, საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, ბუნების დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, რეკრეაციული, სხვა საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები;
ადგილობრივი მეურნეობის სტრუქტურას რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით ადგენს მერის კაბინეტი და ამტკიცებს მერი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5493340-sakartvelos-respublikis-dedakalakis-tbilisis-mmartvelobis-shesakheb/24.md
