---
title: "მუხლი 1. ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპები — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/1"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპები — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/1

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების განმსაზღვრელი პრინციპებია: რესპუბლიკის სუვერენობა, საკუთრების ფორმების მრავალსახეობა და სამეურნეო კომპლექსის მთლიანობა, საკუთრების ყველა ფორმა აღიარებული თანასწორუფლებიანად, დაცულია საქართველოს რესპუბლიკის კანონით და ხელშეუვალია. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებზე მათი მესაკუთრის მიუხედავად, ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქცია. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებზე ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქცია, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკა მონაწილეობს სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემა ფუნქციონირებს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ურთიერთშეხამების საფუძველზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/2.md
