---
title: "მუხლი 12. დემოგრაფიული პროცესების მართვა — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/12"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. დემოგრაფიული პროცესების მართვა — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/12

საქართველოს რესპუბლიკაში მოსახლეობის აღწარმოების ოპტიმიზაციის, გარე და შიგა რესპუბლიკური მიგრაციისა და განსახლების რაციონალიზაციის უზრუნველსაყოფად ხორციელდება სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა. რესპუბლიკის მთავრობა დემოგრაფიული ინვესტიციისათვის გამოყოფს საჭირო სახსრებს, კონტროლს უწევს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, დემოგრაფიული საზოგადოებების საქმიანობას დემოგრაფიული პრობლემების გადასაწყვეტად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/13.md
