---
title: "მუხლი 14. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/14"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/14

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად: შეიმუშავებენ სოციალურ-ეკონომიკური  და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგნოზებს, პროგრამებს და პროექტებს, რომლებშიც განისაზღვრება საერთო-რესპუბლიკური სტრატეგიული ეკონომიკური ამოცანები, უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური, დარგთაშორისი და ტერიტორიული პროპორციები, დემოგრაფიული, სტრუქტურული, ინვესტიციური, ტექნიკური და ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელების ძირითადი მიმართულებები. არეგულირებენ საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობას სახელმწიფოსთან, აგრეთვე საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, ფირმებს, ბანკებს შორის ურთიერთობას უპირატესად ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით (გადასახადები, კრედიტები, ბანკის პროცენტები, ინვესტიციები და სახელმწიფო კონტრაქტები, ანარიცხები მიზნობრივი ფონდებიდან და სხვა). რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მიზნით გამოყოფენ სათანადო სუბსიდიების ცალკეული დარგებისა და რეგიონების პრიორიტეტული უზრუნველყოფისათვის; უზრუნველყოფენ შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და შრომის დაცვის სათანადო პირობების შექმნას; ქმნიან მოსახლეობის, საწარმოებისა და ორგანიზაციების სტიქიური უბედურებისაგან, საწარმოოო ავარიებისა და სხვა ექსტრემალური შემთხვევებისაგან დაცვის და მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა სათანადო სისტემას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/15.md
