---
title: "მუხლი 15. საბანკო საქმიანობა და ფულის მიმოქცევა — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/15"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საბანკო საქმიანობა და ფულის მიმოქცევა — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/15

საქართველოს რესპუბლიკა ერთიან ფულად-საკრედიტო სახელმწიფო პოლიტიკას დამოუკიდებლად ახორციელებს. საქართველო რესპუბლიკის კანონმდებლობით შესაბამისად რესპუბლიკაში იქმნება საკუთარი საბანკო-საკრედიტო სისტემა (ქართული ფულის შემოღებით), რომელიც მოიცავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (ეროვნულ) ბანკს, კომერციულ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (ეროვნული) ბანკი ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს და მის საქმიანობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/16.md
