---
title: "მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/17"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/17

საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა შედგება საქართველოს რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებისაგან. ამ ბიუჯეტების შემოსავლები ყალიბდება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული გადასახადების, მოსაკრებლებისა და სავალდებულო  გადასახდელებისაგან. საქართველოს რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა დსა შესრულების საერთო წესი, აგრეთვე მათი ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება საბიუჯეტო უფლებების, გადასახადებისა და ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონებით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის გამგებლობაშია: საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება და შესრულება; საქართველოს რესპუბლიკაში საგადასახადო სისტემის ორგანიზაცია, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საერთო-სახელმწიფო გადასახადის მოსაკრებლისა და სავალდებულო გადასახდელის დაწესება. ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დააწესონ სხვადსხვა სახის ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მათი დაბეგვრის განაკვეთები, წესი და შეღავათები. საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების წყაროების ნუსხისა და ხარჯების, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის სუბვენციების მისაცემად განკუთვნილი ხარჯების სტრუქტურას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებისას - ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                         ზვიად გამსახურდია თბილისი, 1991 წლის 14 ივნისი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/16.md
