---
title: "მუხლი 4. სამეურნეო კომპლექსი — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/4"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამეურნეო კომპლექსი — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/4

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ერთობლიობა ქმნის რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსს, რომლის ფუნქციონირებას საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად აწესრიგებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები. საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსში შედის აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თანხმობით მის ტერიტორიაზე მოქმედი საზღვარგარეთის ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების კუთვნილი საწარმოები. საქართველოს რესპუბლიკის, მისი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი საწარმოები შეიძლება შეიქმნან და მოქმედებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში, ამ ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/5.md
