---
title: "მუხლი 6. ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნებთან — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/6"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნებთან — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/6

საქართველოს რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ეროვნული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, თავის ბუნებრივ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ შესაძლებლობათა ფარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ურთიერთხელსაყრელი საქონელგაცვლის და სამეურნეო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებით, თანასწორუფლებიანი პარტნიორების პრინციპების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელს უწყობენ უცხოეთის ფირმებთან პირდაპირი კავშირების დამყარებაში, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უქმნიან მათ საქმიანობის ხელსაყრელ პირობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/7.md
