---
title: "მუხლი 8. ეკონომიკის რეგულირება და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/8"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ეკონომიკის რეგულირება და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/8

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკა რეგულირდება საბაზრო ურთიერთობების პრინციპების მიხედვით რესპუბლიკის კანონმდებლობით. საქართველოს რესპუბლიკაში ფიზიკური და იურიდიული პირები თავიანთ საქმიანობას აგებენ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის პრინციპებზე რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე. სახელმწიფო მათ უქმნის საწარმოო, სამეურნეო, საფინანსო კომერციული დამოუკიდებლობისა და კონკურენციის თანაბარ პირობებს, ახორციელებს ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას და ხელს უწყობს სხვადასხვა სამეურნეო ფორმირებების შექმნას. რესპუბლიკაში ფიზიკური და იურიდიული პირები თავიანთ საქმიანობაში მთლიანად დამოუკიდებელნი არიან და სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მისი შედეგებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობას სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა. საქართველოს რესპუბლიკაში წარმოების საშუალებების, მოხმარების საგნებისა და მომსახურების, ინტელექტუალური სიახლეების (ინოვაციის) სამუშაო ძალის, ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის მიმოქცევის სფეროში საბაზრო ურთიერთობები მოქმედებს. ფიზიკური და იურიდიული პირების ისეთი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ეკოლოგიურ ინტერესებს, აღიკვეთება კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/9.md
