---
title: "მუხლი 9. მეურნეობის სახელმწიფო მართვის ტერიტორიული ორგანიზაცია — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/9"
law: "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5506634"
adopted: "1991-06-14"
consolidated_as_of: "1991-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მეურნეობის სახელმწიფო მართვის ტერიტორიული ორგანიზაცია — საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 1991-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 1991-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/9

საქართველოს რესპუბლიკაში მეურნეობის სახელმწიფო მართვის ტერიტორიული სისტემის ძირეული რგოლია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური მართვა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის პრინციპების საფუძველზე ადგილობრივი (მუნიციპალური) საკუთრების ყოველმხრივი განმტკიცებისა და მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონების ბუნებრივ-საწარმოო პირობების, ისტორიული ტრადიციების, შრომითი ჩვევების, მეურნეობის სპეციალიზაციის მიმართულებებისა და დონის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506634-sakartvelos-respublikis-ekonomikuri-sistemis-sapudzvlebis-shesakheb/10.md
