---
title: "მუხლი 11. მთავარ სამხედრო პროკურორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინებით. — სამხედრო პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/11"
law: "სამხედრო პროკურატურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5506707"
adopted: "1992-12-28"
consolidated_as_of: "1993-05-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მთავარ სამხედრო პროკურორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინებით. — სამხედრო პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 1993-05-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პროკურატურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 1993-05-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/11

მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილეებსა და რეგიონალურ პროკურორებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით.
მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, განყოფილების პროკურორებს, მთავარი სამხედრო პროკურორის თანაშემწეებს, სამხედრო პროკურატურის გამომძიებლებს, რეგიონალური პროკურორების მოადგილეებსა და თანაშემწეებს ნიშნავს მთავარი სამხედრო პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/12.md
