---
title: "მუხლი 12. სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემას ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი. — სამხედრო პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/12"
law: "სამხედრო პროკურატურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5506707"
adopted: "1992-12-28"
consolidated_as_of: "1993-05-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემას ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი. — სამხედრო პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 1993-05-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პროკურატურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 1993-05-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/12

მთავარი სამხედრო პროკურორი გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს, იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამხედრო პროკურატურის ყველა მუშაკისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი აუქმებს მთავარი სამხედრო პროკურორის მიერ გამოცემულ აქტებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ შეესაბამება კანონს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/13.md
