---
title: "მუხლი 15 — სამხედრო პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/15"
law: "სამხედრო პროკურატურის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5506707"
adopted: "1992-12-28"
consolidated_as_of: "1993-05-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15 — სამხედრო პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 1993-05-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პროკურატურის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 1993-05-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/15

სათანადო საფუძვლის არსებობის სამხედრო პროკურორი უფლებამოსილია დაუბრკოლებლივ შევიდეს სამხედრო მმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციებში, გამოითხოვოს მათ მიერ მიღებული ბრძანებები, ინსტრუქციები და სხვა დოკუმენტები, დანიშნოს არასაუწყებო შემოწმებები და რევიზიები, მოითხოვოს სამხედრო მოსამსახურისა და სხვა პირებისაგან განმარტებები კანონის დარღვევის თაობაზე.
სამხედრო პროკურორის კანონიერი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ორგანოს, თანამდებობის პირის, სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/16.md
