---
title: "მუხლი 17 — სამხედრო პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/17"
law: "სამხედრო პროკურატურის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5506707"
adopted: "1992-12-28"
consolidated_as_of: "1993-05-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — სამხედრო პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 1993-05-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პროკურატურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 1993-05-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/17

სამხედრო უწყების მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტის გამო სამხედრო პროკურორს ან მის მოადგილეს შეაქვს პროტესტი ამ აქტის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში, ან სამხედრო სასამართლოში. ასეთივე წესით ხდება პროტესტის შეტანა შეიარაღებული ძალების თანამდებობის პირის მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აქტის გამო.
შესაბამისი სამხედრო უწყება ან თანამდებობის პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს პროტესტი და შედეგი აცნობოს პროკურორს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/18.md
