---
title: "მუხლი 21 — სამხედრო პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/21"
law: "სამხედრო პროკურატურის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5506707"
adopted: "1992-12-28"
consolidated_as_of: "1993-05-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21 — სამხედრო პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 1993-05-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პროკურატურის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 1993-05-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/21

სამხედრო პროკურორი უფლებამოსილია შეამოწმოს დროებითი დაკავების საკანში და შეიარაღებული ძალების სხვა სპეციალურ დაწესებულებებში დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, სასჯელსა და სამხედრო სასამართლოების ან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას კანონის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა, გაეცნოს საჭირო დოკუმენტებს, გამოკითხოს დაკავებულები და დაპატიმრებულები, მოითხოვოს განმარტებები თანამდებობის პირებისაგან.
სამხედრო პროკურორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონის დარღვევით დადებული დისციპლინური სასჯელი, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული და დაპატიმრებული პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/22.md
