---
title: "მუხლი 23 — სამხედრო პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/23"
law: "სამხედრო პროკურატურის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5506707"
adopted: "1992-12-28"
consolidated_as_of: "1993-05-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — სამხედრო პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 1993-05-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პროკურატურის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 1993-05-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/23

სამხედრო პროკურატურის გამომძიებლები წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ იმ საქმეებზე, რომლებიც კანონით მათ კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე საქმეებზე, რომლებიც მათ გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განკარგულებით.
სამხედრო პროკურატურის ქვემდებარეა საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომელიც ჩაიდინეს სამხედრო მოსამსახურეებმა და სამხედრო ვალდებულებმა სასწავლო შეკრების გავლის დროს, აგრეთვე საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცრებმა და რიგითებმა.
წინასწარი გამოძიების წარმოების დროს სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით, რაც მინიჭებული აქვს გამომძიებელს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.
თავი IV
სამხედრო პროკურატურის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5506707-samkhedro-prokuraturis-shesakheb/24.md
